TRANSLATIONS | თარგმანები სტატიები | переводы статей

მიმზიდველი საქართველო მეგობრული ხედვა საზღვარგარეთიდან

Originally published in: The Financial, April 12, 2012                                             

მიმზიდველი საქართველო: მეგობრული ხედვა საზღვარგარეთიდან
ავტორი ალექსანდერ კაფკა, Artenom Consulting - ის მმართველი დირექტორი
12/04/2012 16:38 (01:06 minutes ago)

ბიზნესმენებმა იციან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველი დეტალის გათვალისწინება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას.

ჩემი ბოლოდროინდელი ავიაგადაფრენის დროს, არანაკლებ 2 საათის განმავლობაში, მე ვესაუბრე ჩემს გვერდით მჯდომ შემთხვევით ადამიანს საქართველოს უპირატესობებზე (ქვეყანა, სადაც მე დავიბადე), ქართული პროდუქციის მიმზიდველობაზე და იქ განხორციელებულ ბიზნეს პროექტებზე. ჩვენი საუბრის შემდეგ ჩვენ ორივეს გაგვიჩნდა საფიქრალი: ჩემმა ვიზავიმ გაიგო ახალი პოტენციური ბაზრის შესახებ. იმედია, ის უფრო დაკვირვებით მოეკიდება ამ საკითხს. მე კი წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ადგილას და დავიწყე ფიქრი იმ პრობლემებზე, რომლებსაც შეეჯახება უცხოური მწარმოებელი მისთვის უცნობ რეგიონში.

ჩვენი საუბარი დაიწყო ფრენისას სადილის დროს. ბუნებრივია, საუბრის საწყისი თემა გახლდათ საკვები და ღვინო. ჩემი რეკომენდაციები დღევანდელ ქართულ ღვინოსთან დაკავშრებით იყო საკმაოდ დამაჯერებელი, ვინაიდან ახალი და ღრმა შთაბეჭდილებებით მოვფრინავდი თბილისიდან . „კეთილი,“ ამბობს ჩემი ვიზავი, „როგორ შემიძლია გავსინჯო ეს შესანიშნავი ღვინო?“. მშვენიერი რამ არის ინტერნეტი თვითმფრინავში- რამდენინმე წუთში ჩვენ უკვე ვეძებდით ქსელში ქართული ღვინის დეგუსტირების შესაძლებლობებს. საქართველოს გარეთ ჩვენ აღმოვაჩინეთ მხოლოდ რამოდენიმე დისტრიბიუტორი -აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. მაგრამ როგორ გავსინჯოთ ღვინო სხვა ქვეყანაში? ეს საკითხი ღიად რჩება. ეგებ მივიღოთ მონაწილეობა ღვინის გამოფენის ღონისძიებებში, პრეზენტაციებში და იქ გავსინჯოთ ქართული ღვინო?

უდაოდ არსებობს ეროვნული ღვინის ასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციას მომხმარებლისათვის მისაღებ ფორმაში-ჩვეულებრივი მომსახურების მსაგვსად ელექტრონული ფოსტა, RSS-ლინკები, Twitter და ა.შ.

ღვინო იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,რომ დარწმუნებული ვიყავი სწრაფად ვიპოვნიდი ღვინოზე ინფორმაციას. სამწუხაროთ, თუ კი ქართული ღვინის ასოციაცია არსებობს, მათ სავარაუდოდ არ გააჩნიათ ვებ საიტი. სახელმწიფო გვერდები უზრუნველყოფენ მხოლოდ ზოგად ინფორმაციას, ჰყვებიან ღვინის ტურიზმზე და აწვდიან ინფორმაციას ღვინის მწარმოებლებზე. როგორც აღმოჩნდა არ არსებობს მარტივი პასუხი კითხვაზე: “ როგორ შემიძლია გავისნჯო ეს შესანიშნავი ღვინო?“. ვშიშობ, ღვინის ენთუზიასტი ან დაინტერესებული ბიზნესმენი სწრაფად დაკარგავს თავის მეტ წილ ენთუზიაზმს, თუ მას შორეული ქვეყნის ღვინის ტურის გარდა არაფერს არ შესთავაზებენ.

ამავდროულად საკმაოდ უბრალო ინსტრუმენტები, შესაძლოა გახდეს ეფექტური ქართული ღვინით (ან ყველის, და სხვა ნაწარმის) დაინტერესებული პირების მოზიდვისათვის. ხელსაყრელი და ყველაფრის შემცველი ოფიციალური ვებ პორტალი უნდა აწვდიდეს მნახველს მთავარ მესიჯს: „ჩვენ ვაფასებთ თქვენს ინტერესს“. არსებობს ეკონომიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც აგრძნობინებენ საიტის სტუმრებს ქართულ სტუმართმოყვარეობას პირველი ღილაკის დაჭერით. თქვენ გინდათ გასინჯოთ ღვინო, ყველი და სხვა ნუგბარი? აი მაღაზიების ჩამონათვალი სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებში. ინებეთ სპეციალისტების გამოხმაურებები, და რას იტყვით სარესტორნო გიდებზე, რომლებიც სთავაზობენ ქართულ ღვინოებს სხვა ქალაქებში? ან რას იტყვით კომპანიებზე, ვისთანაც შესძლებთ შეუკვეთოთ ნიმუში ფოსტით?

ოფიციალური დისტრიბიუტორების სია, მწარმოებლების სია, დარგის გლობალური ღონისძიებების გეგმა-ყველა ეს ოპცია ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის მარტივი მენიუდან გამომდინარე.

საუბარია არა დიდ ხარჯებზე, არამეტ პროფესიული გუნდების გამოყენებაზე, აგრეთვე კონტენტის (არსებულო$ მარაგის) რეგულარულ განახლებაზე.

საქართველოს შესწევს უნარი წარმოაჩინოს ტრადიციული სტუმართმოყვარეობა პირველი ინფორმაციის გაცემისთანავე, და მეტიც- გახდეს ლიდერი თანამედროვე მასმედიასა და PR ტექტნოლიგიებში.

ქართული პროდუქციის და პროექტების მაძიებელი უბრალო ან საშუალო ფინანსების მქონე უცხოელი უნდა იყოს სასიამოვნოდ გაკვირვებული. მნიშვნელოვანია, რომ მას ქონდეს შესაძლებლობა იმწამსვე გაუზიაროს დადებითი ემოციები სხვა ხალხსაც, მედიის მეშვეობით. იპოვე სასარგებლო გვერდი? - უამბე ამის შესახებ სხვას. თქვენ მიიღეთ ღვინის ნიმუში და თქვენ მოგეწონათ ღვინო? -გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება და მოიზიდეთ მეგობრები.

დღესდღეისობით ამ სოციალური მედიის ღილაკების უმეტესობა არ მუშაობს სამთავრობო გვერდებზეც კი. და სანამ ასე იქნება, ამ პატარა ლურჯ "t'' ან f'' -ს შეუძლია გული აუცრუოს თანამედროვე ინტერნეტ მომხმარებლებს-ზოგ ლინკს არსად მივყევართ ან უცხოური მომხარებლები იბნევიან ქართულიდან თარგმანში. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, არ არსებობს მეორეხარისხოვანი დეტალები-ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.

ინფორმაციის მოპოვება საქართველოზე კვლავ პრობლემატურია. გაურკვეველია არის თუ არა ეს არაეფექტიანი ფინანსირების შედეგები თუ პროფესიონალი PR კადრების უქონლობა. ჩემი თანამგზავრი თვითმფრინავში ღვინის არც თუ ისეთი კარგი შემფასებელი იყო$ და გაძლებდა დეგუსტაციის გარეშეც, მაგრამ ის ნამდვილად იყო მაღალი დონის ბიზნეს პროფესიონალი. ეს ნათლად ჩანდა მასთან საუბარში საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ბიზნეს კლიმატზე (და მოგვიანებით ეს ფაქტი დაადასტურა მისმა სავიზიტო ბარათმაც).

მე ვახსენე საქართველოში წარმატებული დეველოპერული და სამშენებლო პროექტები, გავიხსენე უახლესი პროექტი -ლაზიკა.

უცებ მე ვიგრძენი ჩემი მოსაუბრის ჭეშმარიტი ინტერესი ამ მეგაპროექტის მიმართ. მე „დავგუგლე “ ინფორმაცია ლაზიკაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი რომ ვიპოვიდი მთავრობის ვებ საიტსზე ლაზიკას პროექტის დეტალებს. არც არაფერი! მე ვცადე ბევრნაირად დამეწერა ლაზიკა- ნურას უკაცრავად. არაფერი, გარდა ძველი გაზეთების სტატიებისა, სადაც ნახსენებია, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა ფაქტიურად დაიწყო. წარმოუდგენელია. პრეზიდენტი აცხადებს ამ მასშტაბურ სამშენებლო პროექტს, საუბრობს შემოსავლიან საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი ახალი ვარსკვლავია მსოფლიო კრიზისის პირქუშ ჰორიზონტზე. როგორც PR პროფესიონალი, მე ველოდებოდი წარმატებულ საერთაშორისო სანფორმაციო მხარდაჭერას ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე: პრეზენტაციებს ინვესტორები სათვის, მომავლის ქალაქის კომპიუტერულ მოდელს , ღონისძიებებს მასმედიისათვის. შეიძლება ითქვას, ეს აბსოლუტური „must have"-ია ლაზიკასთვის, და სხვა ბევრად ნაკლები ამბიციოზურობით გამორჩეული პროექტისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ინფორმაცია უბრალოდ არ არსებობს. სად უნდა ვეძებოთ? არანაირი მინიშნება.

ჩემი ვიზავის ინტერესიც სწრაფად ქრება. შესაძლოა ოდესმე სხვა დროს მან სთხოვოს თავის ასისტენტს მოაგროვოს ინფორმაცია საქართველოზე. ვიმედოვნებ, მაშინ ეს ბევრად მარტივი იქნება გასაკეთებლად, ვიდრე ახლა. წინაამღდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ დაივიწყებს იდეას საქართველოში ინვესტირების შესახებ, სანამ კვლავ არ შეხვდება აღფრთოვანებულ მგზავრს თვითმფრინავში.

მაგრამ, როდის მოხდება ეს „კვლავ“?

დოქტორი ალექსანდერ კაფკა არის Artenom Consulting–ის მმართველი დირექტორი

Alexander KAFFKA, Ph.D. is the managing director at Artenom CFE Consulting
email: AK @ artenom-cfe.com 

No comments:

Post a Comment